ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინს ევროპაში ივნისში დაგეგმილი ვიზიტისას შეხვდება
ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ ვლადიმერ პუტინს ევროპაში ივნისში დაგეგმილი ვიზიტისას შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმედოვნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ევროპაში ივნისში დაგეგმილი ვიზიტისას შეხვდება. ამის შესახებ ბაიდენმა პრესკონფერეციაზე მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ეს არის ჩემი იმედი და მოლოდინი. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტი 11-13 ივნისს ინგლისში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გეგმავს დასწრებას. ამის შემდეგ ჯო ბაიდენი ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება და 14 ივნისს ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.