ჯო ბაიდენი ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო აღშფოთებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით იორდანიის მეფესა და ისრაელის პრემიერს უკვე ესაუბრა

10:15, 18.10.2023

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღშფოთებას გამოთქვამს ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების გამო. ბაიდენის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ის უკვე ესაუბრა იორდანიის მეფესა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს.

„მივმართე ჩემს ეროვნულ უსაფრთხოების გუნდს. განვაგრძობ ინფორმაციის შეგროვებას იმის შესახებ, თუ რა მოხდა ზუსტად“, – წერს ბაიდენი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტმა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ცალსახად მხარს უჭერს სამოქალაქო სიცოცხლის დაცვას და მწუხარებას გამოთქვას შემთხვევის შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების გამო.

მსგავსი