ჯო ბაიდენი - ენტონი ფაუჩი კარგი ადამიანი და დაუღალავი საჯარო მოხელეა, ჩვენი ადმინისტრაცია და ქვეყანა მისი წინამძღოლობით გაცილებით ძლიერი იქნება
ჯო ბაიდენი - ენტონი ფაუჩი კარგი ადამიანი და დაუღალავი საჯარო მოხელეა, ჩვენი ადმინისტრაცია და ქვეყანა მისი წინამძღოლობით გაცილებით ძლიერი იქნება

ენტონი ფაუჩი კარგი ადამიანი და დაუღალავი საჯარო მოხელეა, – ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ქვეყნის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელ ენტონი ფაუჩის.

„ექიმი ენტონი ფაუჩი არა მხოლოდ მთავარი ექსპერტია ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ ის კარგი ადამიანი და დაუღალავი საჯარო მოხელეა. ის ექვსი პრეზიდენტის მმართველობის დროს ემსახურებოდა ქვეყანას და უმკაცრესი გამოწვევების დროს წინ მიგვიძღოდა. ჩვენი ადმინისტრაცია და ქვეყანა მისი წინამძღოლობით გაცილებით ძლიერი იქნება“, – წერს ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს ჯო ბაიდენმა ჯანდაცვის გუნდი წარუდგინა საზოგადოებას. ენტონი ფაუჩი „კოვიდ-19“-ის საკითხებში პრეზიდენტის მთავარი სამედიცინო მრჩეველი იქნება და ასევე გააგრძელებს საქმიანობას ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელად.