ჯო ბაიდენი ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს
ჯო ბაიდენი ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ მან მედიას ოჰაიოში ჩასვლისას განუცხადა.

„ჯერ არ ვიცი დეტალები, თუმცა წავალ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მას ჯერ არ უსაუბრია მეფე ჩარლზთან, დედოფლის გარდაცვალების შემდეგ.

„მე მას ვიცნობ. მისთვის ჯერ არ დამირეკავს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში ბალმორალის რეზიდენციაში 8 სექტემბერს გარდაიცვალა. მისი დაკრძალვის ცერემონია დაახლოებით 10 დღეში იგეგმება. ზუსტი დეტალები მოგვიანებით გამოცხადდება.