ჯო ბაიდენი - ავღანეთში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღსადგენად წარმატების მიღწევა სამხედრო ძალით ვერ მოხდება
ჯო ბაიდენი - ავღანეთში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღსადგენად წარმატების მიღწევა სამხედრო ძალით ვერ მოხდება

ავღანეთში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღსადგენად წარმატების მიღწევა სამხედრო ძალით ვერ მოხდება. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„მოვლენები, რომელთა მომსწრენიც ვართ ამ მომენტში, არის სამწუხარო მტკიცებულება იმისა, რომ არც ერთ თანამედროვე არმიას არ შეუძლია ავღანეთში სტაბილურობის, ერთიანობისა და უსაფრთხოების მიღწევა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქი დაიკავა და ქვეყანაში „ავღანეთის ისლამური ემირატის“ დაარსების შესახებ განაცხადა. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ავღანეთი დატოვა.