ჯო ბაიდენი - ასადის რეჟიმის დაცემა სირიელი ხალხისთვის სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია
ჯო ბაიდენი - ასადის რეჟიმის დაცემა სირიელი ხალხისთვის სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია

ასადის რეჟიმის დაცემა სირიელი ხალხისთვის სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„ბოლოსდაბოლოს, ასადის რეჟიმი დაეცა. ამ რეჟიმმა სასტიკად აწამა და მოკლა ასობით ათასი უდანაშაულო სირიელი. რეჟიმის დაცემა სამართლიანობის ფუნდამენტური აქტია. ეს არის ისტორიული შესაძლებლობის მომენტი სირიელებისთვის, ააშენონ უკეთესი მომავალი თავიანთი საამაყო ქვეყნისთვის. ასევე, არის რისკისა და გაურკვევლობის მომენტი, რადგან ჩვენ, ყველას გვაქვს კითხვა, რა იქნება შემდეგ. შეერთებული შტატები იმუშავებს ჩვენს პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან სირიაში, რათა ამ ქვეყანას დაეხმაროს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა ისაუბრა იმ ქმედებების შესახებ, რომლებსაც აშშ რეჟიმის დაცემის შემდეგ განახორციელებს.

„პირველ რიგში, ჩვენ მხარს დავუჭერთ სირიის მეზობლებს, მათ შორის იორდანიას, ლიბანს, ერაყსა და ისრაელს, თუ რამე საფრთხე წარმოიქმნება სირიისგან გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. აშშ აღმოსავლეთ სირიაში დაიცავს ნებისმიერ პერსონალს, ჩვენს პერსონალს ნებისმიერი საფრთხისგან და ჩვენი მისია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შენარჩუნდება. ჩვენ ჩაერთვებით ყველა სირიულ ჯგუფთან, მათ შორის გარდამავალი პროცესის ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს გაერო, რათა დავამყაროთ დამოუკიდებელ და სუვერენულ სირიაში გადასვლა ახალი კონსტიტუციითა და ახალი მთავრობით“, – განაცხადა ბაიდენმა.