ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზას გაიკეთებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზას, ე.წ. ბუსტერს გაიკეთებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ჯო ბაიდენის თქმით, ისევე, როგორც ვაქცინის პირველი და მეორე დოზები, ბუსტერიც უფასო და მარტივად ხელმისაწვდომი იქნება. ე.წ. ბუსტერი 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის იქნება ხელმისაწვდომი; ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რისკჯგუფებში არიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა ვაქცინაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის 70 მილიონ ამერიკელს ვაქცინის პირველი დოზაც კი არ აქვს გაკეთებული.
„მოუსმინეთ არავაქცინირებული ადამიანების ხმებს, რომლებიც საავადმყოფოებიდან საუბრობენ მათ უკანასკნელ სუნთქვაზე. ადამიანები, რომლებიც არ უნდა იღუპებოდნენ, იღუპებიან“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.