ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსული ელიტის, კანონმდებლებისა და თავდაცვის სფეროს კომპანიების 400 წარმომადგენელს დამატებითი სანქციები დაუწესდება
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსული ელიტის, კანონმდებლებისა და თავდაცვის სფეროს კომპანიების 400 წარმომადგენელს დამატებითი სანქციები დაუწესდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსული ელიტის, კანონმდებლებისა და თავდაცვის სფეროს კომპანიების 400 წარმომადგენლის მიმართ დამატებითი სანქციები დაწესების შესახებ გამოაცხადა.

როგორც ბაიდენი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული პირები სარგებელს იღებენ კრემლის პოლიტიკით.

„ვაცხადებ დამატებითი სანქციების შესახებ რუსული ელიტის, კანონმდებლებისა და თავდაცვის სფეროს კომპანიების 400 წარმომადგენლის წინააღმდეგ უკრაინაში პუტინის ომის საპასუხოდ. ისინი პირადად იღებენ სარგებელს კრემლის პოლიტიკით, შესაბამისად, მათ ტკივილიც უნდა გაიზიარონ“, – წერს ჯო ბაიდენი „ტვიტერზე“.