ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პოლონეთში სიტყვით გამოსვლისას რუსეთში რეჟიმის შეცვლა არ მოუთხოვია
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პოლონეთში სიტყვით გამოსვლისას რუსეთში რეჟიმის შეცვლა არ მოუთხოვია

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ პოლონეთში სიტყვით გამოსვლისას რუსეთში რეჟიმის შეცვლა არ მოუთხოვია. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა რუსეთში ხელმძღვანელობის შეცვლას, როდესაც თქვა, რომ პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება, ბაიდენმა უპასუხა, რომ არა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი გულისხმობდა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს ძალაუფლება მეზობლებზე და რეგიონზე.

„ღვთის გულისთვის, ეს კაცი ხელისუფლებაში ვერ დარჩება“, – თქვა ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის დროს.