ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ბრძოლების შეჩერება სთხოვა

09:23, 08.11.2023
Biden'Israel Palestinians World Reaction

Biden'Israel Palestinians World Reaction

ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას სთხოვს. ჯო ბაიდენის განცხადებით, მან ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში ბრძოლების შეჩერება სთხოვა.

ბაიდენს ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა – შესთავაზა თუ არა მან ნეთანიაჰუს სამდღიანი პაუზა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა არ უპასუხა შეკითხვას „პაუზის“ ხანგრძლივობათან დაკავშირებით.

მანამდე თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში საუბრისას აშშ-ისა და ისრაელის ლიდერებმა განიხილეს „ტაქტიკური პაუზები“ ღაზაში ჰუმანიტარული მიზეზებისა და მძევლების შესაძლო გათავისუფლების გამო.

მსგავსი