ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დასახმარებლად იარაღის, საკვებისა და ფულის გაგზავნას გააგრძელებს
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დასახმარებლად იარაღის, საკვებისა და ფულის გაგზავნას გააგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დასახმარებლად იარაღის, საკვებისა და ფულის გაგზავნას გააგრძელებს. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჯო ბაიდენი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ ასევე მიესალმება უკრაინელ ლტოლვილებს გაშლილი ხელებით.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს იარაღი რუსეთის ძალების ინტერვენციის წინააღმდეგ თავდაცვისთვის. ჩვენ გავაგზავნით ფულს, საკვებსა და დახმარებას უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ მივესალმებით უკრაინელ ლტოლვილებს გაშლილი ხელებით“, – წერს ჯო ბაიდენი.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას ყოველდღიურად ათობით ათას ტონა ჰუმანიტარულ ტვირთს უგზავნის. გასულ კვირას ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინის დასახმარებლად 13,6 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფას. აღნიშნული თანხიდან დაახლოებით ნახევარი სამხედრო დახმარებაზე დაიხარჯება.