ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში ზრდასრულთა 90 პროცენტისთვის ვაქცინა 19 აპრილისთვის იქნება ხელმისაწვდომი
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში ზრდასრულთა 90 პროცენტისთვის ვაქცინა 19 აპრილისთვის იქნება ხელმისაწვდომი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ქვეყანაში მცხოვრებ ზრდასრულთა 90 პროცენტისთვის ვაქცინა 19 აპრილისთვის იქნება ხელმისაწვდომი. დარჩენილი 10 პროცენტისთვის კი ვაქცინაცია პირველ მაისამდე გახდება შესაძლებელი. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

პრეზიდენტი მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილებიდან ხუთი მილის რადიუსში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობას ჰპირდება. ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კი, რომელთაც ვაქცინის მისაღებად სამედიცინო პუნქტში მისვლა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ, ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი.