ჯიქია „ნაიკთან“ ახალ კონტრაქტს ელის - „ზოგს შურს, სხვები მეტ ფულს რომ იღებენ“
ჯიქია „ნაიკთან“ ახალ კონტრაქტს ელის - „ზოგს შურს, სხვები მეტ ფულს რომ იღებენ“

გიორგი ჯიქიამ ჟურნალ „ფორბსის“ რუსულ გამოცემასთან ფეხბურთელების და პირადად მის მაღალ შემოსავლებზე ილაპარაკა. მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტანი, რუსეთის ნაკრების ქართველი მცველი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ფეხბურთელები მეტისმეტად დიდ ხელფასებს იღებენ და მიიჩნევს, რომ ამის გამო სპორტსმენების არ უნდა შურდეთ.

„არის ხალხი, რომლებსაც შურთ, სხვები მეტ ფულს რომ იღებენ, მაგრამ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. მე ვარ ფეხბურთელი, ასეთ ხელფასს მიხდიან და რატომ უნდა ვთქვა უარი? არსებობს ასეთი რეალობები, მე მხოლოდ ამ სისტემის ნაწილი ვარ“, – ამბობს გიორგი ჯიქია.

მოსკოვის „სპარტაკის“ ქართველმა კაპიტანმა სპორტულ ინდუსტრიაზე პანდემიის გავლენაზეც ილაპარაკა: „მაგალითად, მოსკოვის „სპარტაკში“ მოთამაშეთა ხელფასები 40%-ით შემცირდა და გუნდური გადაწყვეტილება იყო. ასეთ რთულ ვითარებაში კლუბის მდგომარეობაც გავითვალისწინეთ, რადგან მასაც დიდი პრობლემები აქვს. რაც შეეხება ჩემს პირად შემოსავალს, ისინი ოდნავ შემცირდა. ამავე დროს, ჩემი ყველა სარეკლამო კონტრაქტი შენარჩუნებულია. ყველაზე დიდი კომპანია, რომელთანაც ამჟამად ვთანამშრომლობ, არის „ნაიკი“. თუმცა, ახალი ხელშეკრულება ჯერ არ გაგვიფორმებია“.