ჯიქია „მამლუქებში“ ყველაზე ძვირადღირებულია - მარადიშვილის ფასი მილიონით გაიზარდა #1TVSPORT
ჯიქია „მამლუქებში“ ყველაზე ძვირადღირებულია - მარადიშვილის ფასი მილიონით გაიზარდა #1TVSPORT

ევროპაში საკლუბო საფეხბურთო სეზონი დასრულდა და გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოტრანსფერმარკტმა“ უეფას ზონის ქვეყნებში მოთამაშეთა ფასებს გადახედა.

გადაფასების შემდეგ უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ქართველ ფეხბურთელებში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ისევ გიორგი ჯიქიაა. მოსკოვის „სპარტაკის“ კაპიტნის ფასი 9 მილიონი ევროა – ის სტანისლავ ჩერჩესოვმა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა.

მეორე ადგილზე მოსკოვის ცსკა-ს 21 წლის ნახევარმცველმა კონსტანტინე მარადიშვილმა გადაინაცვლა, რომლის ფასიც მილიონი ევროთი გაიზარდა და 2,5 მილიონი გახდა.

მესამე ადგილზე გიორგი მელქაძეა, რომელმაც სეზონი გროზნოს „ახმატში“ გაატარა – ამჯერად მის გრაფაში 1,2 მილიონი წერია – გიორგის სატრანსფერო შეფასება 300 ათასი ევროთი გაუფასურდა.

 

ყველაზე ძვირადღირებული „მამლუქები“

გიორგი ჯიქია (სპარტაკი) – 9,000

კონტ მარადიშვილი (ცსკა) – 2,500

გიორგი მელქაძე (სპარტაკი) – 1,200

აკაკი გოგია (უნიონი) – 0,800

გიორგი შელია (ახმატი) – 0,650

* – მილიონი ევრო