ჯინობილიმ „სან ანტონიოში“ თანამდებობა მიიღო #1TVSPORT
ჯინობილიმ „სან ანტონიოში“ თანამდებობა მიიღო #1TVSPORT

„სან ანტონიოს“ ყოფილი მცველი მანუ ჯინობილი ბრუნდება ტექსასურ კლუბში. ლეგენდარული არგენტინელი „სპურსში“ იმუშავებს საკალათბურთო მიმართულებით სპეციალური მრჩევლის თანამდებობაზე, – დაწერა ESPN-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

ჯინობილიმ „სან ანტონიოს“ რიგებში 16 სეზონი გაატარა და ოთხჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი. მან ორჯერ ითამაშა „ყველა ვარსკვლავის მატჩში“, 2008 წელს კი სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშის პრიზი მოიპოვა. ჯინობილი ორიდან ერთი კალათბურთელია ისტორიაში, ვისაც კარიერაში მოუგია NBA-ის ჩემპიონობა, ევროლიგა და ოლიმპიური თამაშები.