ჯინჯოლავა ესპანეთიდან დაბრუნდა - „საბურთალო“ იაშვილმა და ქავთარაძემ დატოვეს #1TVSPORT
ჯინჯოლავა ესპანეთიდან დაბრუნდა - „საბურთალო“ იაშვილმა და ქავთარაძემ დატოვეს #1TVSPORT

„საბურთალო“ მალე კონფერენს ლიგის თამაშებს გამართავს – გუნდი I საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „პარტიზანს“ დაუპირისპირდება. მანამდე კი გუნდში საკადრო ცვლილებებია.

მეკარე ოთარ გოშაძის შემდეგ, ურთიერთშეთანხმებით, „საბურთალო” ნოდარ იაშვილსა და ნოდარ ქავთარაძეს დაემშვიდობა. ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე დროს, თბილისურ კლუბს ევროტურნირებამდე გიორგი ჯინჯოლავა დაუბრუნდა – „საბურთალოს“ აღზრდილი უნივერსალი, რომელსაც ნახევარმცველად თამაშის გამოცდილებაც გააჩნია, მაგრამ ძირითადად მარცხენა და ცენტრალურ მცველად ათამაშებენ – 21 წლის მოთამაშე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც წევრიცაა.

ჯინჯოლავა „საბურთალოს“ აღზრდილია. 21 წლის ფეხბურთელი გასულ სეზონში ესპანეთის ლა ლიგის „კადისის“ მეორე გუნდში თამაშობდა, სადაც ანგარიშზე 3 გოლი ჩაიწერა.

ჯინჯოლავას „საბურთალოსა“ და „კადისი ბ“-ს გარდა, უთამაშია თბილისის „ლოკომოტივსა“ და ესპანურ „ბენიდორმში“. ბოლო ცნობებით, „საბურთალოში“ ევროტურნირებამდე კიდევ რამდენიმე ახალწვეულს ელიან.