ჯიმი ტაბიძემ მიუნხენში მუხლის ოპერაცია გაიკეთა #1TVSPORT
ჯიმი ტაბიძემ მიუნხენში მუხლის ოპერაცია გაიკეთა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებში ჯიმი ტაბიძის ჩამოუსვლელობის მიზეზი მისი ტრავმა აღმოჩნდა. „უფას“ ქართველმა მცველმა ოპერაცია გაიკეთა, – ამის შესახებ კლუბი „ინსტაგრამის“ გვერდზე იუწყება.

„ჯემალ ტაბიძემ წარმატებით გაიკეთა მუხლის ოპერაცია მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში. ჯიმის უსწრაფეს გამოჯანმრთელებას და მოედანზე დაბრუნებას ვუსურვებთ“, – იუწყება კლუბი.

ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის „უფაში“ ბელგიური „გენტიდან“ 2017 წელს გადავიდა. 2020/2021 წლების სეზონში ქართველმა მცველმა რუსეთის პრემიერლიგაში 24 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან ძალაში 2022 წლის 30 ივნისამდეა. ინტერნეტ-პორტალი Transfermarkt ფეხბურთელს 2.5 მილიონ ევროდ აფასებს.

რუსეთის პრემიერლიგის ბოლო, 30-ე ტურში „უფამ“ ტულას „არსენალს“ 2:1 სძლია, სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა და ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.