ჯიმი ტაბიძე თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია #1TVSPORT
ჯიმი ტაბიძე თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელია #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ დაცვაში არსებული პრობლემების მოგვარება დაიწყო – გუნდის ახალწვეული ჯიმი ტაბიძე გახდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჯიმი ტაბიძე „დინამოს“ ფეხბურთელია. ცენტრალურმა მცველმა ჩვენს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. 26 წლის ფეხბურთელი ბოლოს ბელგიურ „კორტრიიკში“ ირიცხებოდა. მანამდე ჯიმიმ 5 წელი რუსული პრემიერლიგის „უფაში“ გაატარა, სადაც 90 მატჩი ჩაატარა“, – ვკითხულობთ „დინამოს“ გავრცელებულ ცნობაში.

სხვადასხვა დროს 26 წლის ქართველი მცველი თამაშობდა „საბურთალოში“, ბელგიურ „გენტში“ და ეკატერინბურგის „ურალში“. ჯიმი ტაბიძეს ტრავმამდე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად იწვევდნენ და მის შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

„დინამო თბილისის“ ახალწვეული უახლოეს დღეებში გუნდის სავარჯიშო პროცესში ჩაერთვება. მას გუნდის სპორტულმა დირექტორმა ალეკო რეხვიაშვილამ 13-ნომრიანი მაისურა გადასცა.