ჯიმი ტაბიძე ბელგიაში ითამაშებს - „კორტრეიკმა“ ქართველი უკვე წარადგინა #1TVSPORT
ჯიმი ტაბიძე ბელგიაში ითამაშებს - „კორტრეიკმა“ ქართველი უკვე წარადგინა #1TVSPORT

ჯიმი ტაბიძე კარიერას ბელგიაში გააგრძელებს – ქართველი მცველი ჯუპილერ ლიგის „კორტრეიკმა“ უკვე წარადგინა.

„ჯიმი ტაბიძე – გუნდის მეოთხე ახალწვეულიაა. ახალი სეზონისთვის ვარჯიშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, „კორტრეიკი“ მეოთხე ტრანსფერს გამოაცხადებს. ვანდენბერგეს, შალუკისა და დე ნევეს შემდეგ, ჯიმი ტაბიძეც ახლა ჩვენს გუნდში გადმოდის. ჯიმი ტაბიძე 25 წლის ქართველი ცენტრალური მცველია. მან საქართველოს ნაკრებში 14 საერთაშორისო მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ჯიმი ბოლოს რუსეთის პირველი დივიზიონიდან „უფაში“ თამაშბდა. ის ორ კონტრაქტს სეზონზე გააფორმებს და 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს“, – წერს ბელგიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ჯიმკი ტაბიძე 25 წლისაა. კარიერა „ საბურთალოში“ დაიწყო. 2015 წელს „გენტში“ გადავიდა, 2017 წელს – რუსეთში და ეკატერინბურგის „ურალში“ ჩაირიცხა, ხოლო „უფას“ მოთამაშე 2017 წლის ბოლოს გახდა.

ტაბიძე იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. 2017 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იწვევენ, რომლის ფორმითაც 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.