ჯიმი ბატლერმა გაცვლა მოითხოვა
ჯიმი ბატლერმა გაცვლა მოითხოვა

„მინესოტას“ ლიდერმა ჯიმი ბატლერმა კლუბის ხელმძღვანელობას სხვა გუნდში გაცვლა სთხოვა. ამის შესახებYahoo! Sports-ის მიმომხილველი შემს ჩარანიამ დაწერა.

კალათბურთელმა საქმის კურსში ჩააყენა კლუბის პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი იმის შესახებ, რომ არ აპირებს მომავალ ზაფხულს „მინესოტასთან“ კონტრაქტის გაგრძელებას და ჩამოთვალა ის სამი კლუბი, რომლებშიც სურს კარიერის გაგრძელება. ეს გუნდებია – „ბრუკლინი“, „ნიუ იორკი“ ან „კლიპერსი“.

ამ სამ კლუბს შეუძლია ერთი წლის შემდეგ გააფორმოს ბატლერთან მაქსიმალური კონტრაქტი, აგრეთვე, კიდევ ერთი ვარსკვლავი დაიმატოს. ცნობილია, რომ კაირი ირვინგი განიხილავს „ბრუკლინში“ ან „ნიუ იორკში“ გადასვლის ვარიანტს, კავაი ლენარდი „კლიპერსში“ გადასვლას გეგმავს.

გასულ სეზონში ბატლერი საშუალოდ 22.2 ქულასა და 5.3 მოხსნას აგროვებდა, რითაც დაეხმარა „მინესოტას“ – ბოლო 14 წელიწადში პირველად გასულიყო პლეი ოფში.