ჯგუფური ეტაპის შემდეგ ბუკმეიკერების ფავორიტი საფრანგეთია #1TVSPORT
PHILADELPHIA, PENNSYLVANIA - JUNE 22: Kylian Mbappe #10 of France is tackled by Hussein Ali #3 of Iraq during the FIFA World Cup 2026 Group I match between France and Iraq at Philadelphia Stadium on June 22, 2026 in Philadelphia, Pennsylvania. (Photo by Kevin C. Cox/Getty Images)
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ბუკმეიკერებმა განაახლეს ფსონები ტიტულის მოპოვებაზე.
მთავარ ფავორიტად მიიჩნევა საფრანგეთი, რომლის ჩემპიონობაზე კოეფიციენტია – 4.50. 1/16 ფინალში დიდიე დეშამის გუნდი შვედეთის ნაკრებს (250.00) შეხვდება.
მეორე ადგილზეა არგენტინა კოეფიციენტით – 5.00. პლეი ოფის სტარტზე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კაბო ვერდეს (500.00) შეხვდება.
ერთნაირად ფასდება ესპანეთისა და ინგლისის გამარჯვება – 8.00. ესპანელები 1/16 ფინალში შეხვდებიან ავსტრიას (250.00), ინგლისელები – კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას (500.00).
ტოპ-ხუთეულს ავსებს პორტუგალიის ნაკრები (13.00), რომელიც პლეი ოფის საწყის რაუნდში შეხვდება ხორვატიას (125.00).
ბრაზილიის ჩემპიონობაზე კოეფიციენტია 15.00. კარლო ანჩელოტის გუნდს 1/16 ფინალში ელოდება შეხვედრა იაპონიის ნაკრებთან (65.00).
შემდეგ მოდის ნიდერლანდები – 17.00. მისი პირველი მეტოქე პლეი ოფში მაროკოს ნაკრებია (50.00).
გერმანიის ჩემპიონობა ფასდება კოეფიციენტით – 20.00. ბუნდესნაკრები პლეი ოფს დაიწყებს პარაგვაისთან (500.00) შეხვედრით.
35.00 არის კოეფიციენტი აშშ-ის, ნორვეგიისა და კოლუმბიის ჩემპიონობაზე. ამერიკელები 1/16 ფინალში ხვდებიან ბოსნიას (500.00), ნორვეგიელები – კოტ დ’ივუარს (200.00), კოლუმბიელები – განას (500.00).
ერთნაირი კოეფიციენტი აქვთ მექსიკასა და ბელგიას – 50.00. მექსიკას ელოდება შეხვედრა ეკვადორთან (125.00), ბელგიას – სენეგალთან (125.00).
შვეიცარიის ნაკრების შანსები შეფასებულია კოეფიციენტით – 75.00. მისი მეტოქე პლეი ოფის პირველ რაუნდში ალჟირია (250.00).
კიდევ ერთი მასპინძლის კანადის ნაკრების კოეფიციენტია 150.00. ჯესი მარშის გუნდს წინ აქვს შეხვედრა სამხრეთ აფრიკასთან (750.00).
დაბოლოს, ალბათობა იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს ავსტრალის, შეაფასეს 200.00-ით. მისი მეტოქე 1.16 ფინალში ეგვიპტეა (250.00).