ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა
ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა

„ბაიერნის“ პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ბოლო ტურის წინ, მასსა და „ბარსელონას“ ლიდერ ლიონელ მესის 6-6 გოლი ჰქონდათ. ლევანდოვსკიმ „აიაქსთან“ მატჩში დუბლი შეასრულა, რვა გოლი დაუგროვდა და ჯგუფური ეტაპის გოლეადორთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.

აღსანიშნავია, რომ პირველად 2014-15 წლების სეზონის შემდეგ, ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი ვერ გახდა კრიშტიანუ რონალდუ ან ლიონელ მესი.

მესიმ ბოლო ტურში ვერ გაიტანა და ექვსი გოლით დაკმაყოფილდა, რონალდუს კი ერთი გოლი ჰქონდა. მას ნაწილობრივ პირველ ტურში 29-ე წუთზე მიღებულმა წითელმა ბარათმაც შეუშალა ხელი, რის გამოც ორი მატჩი გამოტოვა. პორტუგალიელისთვის სტატისტიკურად ეს ყველაზე ცუდი სეზონი იყო 2008-09 წლების სეზონის შემდეგ.

დატოვე კომენტარი