ჯგუფის მოგება ფინანსებშიც აისახა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-სგან ბონუსებს მიიღებს #1TVSPORT
ჯგუფის მოგება ფინანსებშიც აისახა - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-სგან ბონუსებს მიიღებს #1TVSPORT

ერთა ლიგის C4 ჯგუფის გამარჯვებული საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფინანსურადაც მოგებული დარჩა. წარმატებისთვის უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დამატებით თანხებს დაურიცხავს.

უეფა-მ ერთა ლიგის საპრიზო თანხა 2018 წელს 50%-ით გაზარდა და A ლიგის მონაწილეებს 2,25 მილიონ ევროს გადაუხდის, B ლიგის გუნდებს – 1,5 მილიონს, C ლიგაში შეკრებილებს – 1,125 მილიონს, ხოლო D ლიგაში – 750 ათას ევროს.

ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულების საპრიზო თანხა ზუსტად მონაწილეობისთვის გადახდილი თანხის ექვივალენტური იქნება – საქართველოს ნაკრებისთვის გათვალისწინებულ სამონაწილეო თანხას (1,125 მილიონს) ერთი ამდენი ჯგუფის გამარჯვებისთვის დაემატება. ე.ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-სგან 2,250 მილიონი ევროს მიიღებს.

A ლიგის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულები 2019 წლის ივნისში ერთა ლიგის თასისთვის ითამაშებენ და მათი ანაზღაურებაც გაიზრდება: გამარჯვებული მიიღებს 6 მილიონ ევროს, ფინალისტი – 4,5 მილიონს, მე-3 ადგილზე გასული – 3,5. მილიონს, ხოლო მეოთხე ადგილსოანი – 2,5 მილიონს.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ჩენი ნაკრები C დივიზიონის საუკეთესო გუნდი გახდა, B დივიზიონში დაწინაურდა და ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალს მასპინძლის რანგში ჩაატარებს.

ამას გარდა, საქართველოს ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ჯგუფური ეტაპი მეორედ მოიგო. პირველად ეს ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ერთა ლიგის პირველი გათამაშების D დივიზიონში მოხდა.