ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგულია - „ანორთოსისმა“ ესტონელებთან კიდევ 344 ათასით იზარალა #1TVSPORT
ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგულია - „ანორთოსისმა“ ესტონელებთან კიდევ 344 ათასით იზარალა #1TVSPORT

თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმაკონფერენს ლიგის მე-4 ტურის შეხვედრა ტალინში „ფლორასთან“ 2:2 დაასრულა და კონფერენს ლიგის „ბ“ ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი დაკარგა. 4 ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ 2 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა და გიორგი ჩაკვეტაძის „გენტს“ (10 ქულა) თეორიულადაც ვეღარ დაეწევა, ხოლო მეორეადგილოსან „პარტიზანს“ (7) ხუთი ქულით ჩამორჩება და ძნელი წარმოსადგენია, გადაასწროს.

კვიპროსული გამოცემა „სპორტაიმი“ ტალინში დაფიქსირებულ ფრეზე წერს:

„შანსი, უბრალოდ აღარ არსებობს. „ანორთოსისმა“ ჯგუფში ყველაზე სუსტ გუნდთან დიდი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა. პირველ ტაიმში თემურ ქეცბაიას გუნდი უფრო ეფექტური იყო. მეორე ნახევარში ესტონელებმა აგრესიულად შეუტიეს და „ანორთოსისის“ დაცვა მოიშალა. მეტიც – გუნდი მეკარემ სამჯერ აშკარა გოლისგან გადაარჩინა. „ანორთოსისისმა“ გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა – შემდეგ ეტაპზე გასვლი შანსი დაკარგა“, – წერს „სპორტ ტაიმი“.

კვიპროსული გამოცემა ამავე დროს, ფინანსურ დანაკარგებზეც წერს:

„გუნდმა ესტონეთის დედაქალაქში „ფლორასთანვერმოგებით 334 ათასი ევრო კიდევ ერთხელ დაკარგა. „ანორთოსისს“ ესტონელების წინააღმდეგ კარგად რომ ეთამაშა, სულ სხვა მდგომარეობაში იქნებოდა, როგორც ქულების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ბონუსად ექვს ქულას და 1 მილიონ ევროს მიიღებდა. მთლიანობაში, ფამაგუსტელებმა ორი ქულა და 332 ათასი ევრო დააგროვეს“.

შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგაზე გუნდები მოგებაზე 500 ათას ევროს იღებენ, ფრეზე 166 ათასს, ხოლო წაგებულის ბიუჯეტში უეფა თანხას არ რიცხავს. თუმცა, მეორეს მხრივ, ჯგუფურ ეტაპზე გასვლით თემურ ქეცბაიამ გუნდს 3 მილიონ ევრომდე შემოსავალი მოუტანა, რასაც დაემატა საკვალიფიკაციო ეტაპზე და ჯგუფში მიღებული თანხა, რაც ჯამში 5 მილიონ ევროს აღწევს.