ჯერომ ბოატენგმა კარანტინი დაარღვია და ავტოავარიაში მოხვდა
ჯერომ ბოატენგმა კარანტინი დაარღვია და ავტოავარიაში მოხვდა

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ჯერომ ბოატენგი ავტოავარიაში მოხვდა იმ დროს, როცა ლაიპციგიდან მიუნხენში საკუთარი ავტომობილით ბრუნდებოდა.

თოვლიან ტრასაზე ფეხბურთელმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა და დამცავ ბარიერს შეეჯახა.

ბოატენგი არ დაზარალებულა, მაგრამ ახლა მას „ბაიერნისთვის“ ჯარიმის გადახდა მოუწევს, რადგან კლუბის ნებართვის გარეშე დატოვა მიუნხენი. ჯარიმის ოდენობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ მთელს თანხას „ბაიერნი“ მიუნხენის საავადმყოფოებს გადაურიცხავს.

31 წლის ბოატენგმა 24 ოფიციალური მატჩი გამართა ამ სეზონში „ბაიერნის” შემადგენლობაში და ერთი საგოლე პასი შეასრულა.