ჯერი ვესტი დარწმუნებულია, რომ ზაიონ ვილიამსონს დრაფტზე პირველ ნომრად აირჩევენ (ვიდეო)

ლეგენდარულმა ჯერი ვესტმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მოახლებულ დრაფტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრება გამოთქვა.

დენ პატრიკის შოუში ვესტმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ჩემი აზრით, ეს გუნდზეა დამოკიდებული, თუმცა ვერ ვხვდები, გვერდი როგორ უნდა აუარო ზაიონ ვილიამსონს. ეს დაახლოებით იგივე იქნება, რომ მაიკლ ჯორდანი გვერდზე ჩაწიო დრაფტზე“.

ვესტმა ახალგაზრდა ტალანტის პოტენციალზე ისაუბრა.

„მე არასდროს მინახავს ასეთი ტანი და ათლეტურობა. მას არანორმალურად კარგი ბალანსი აქვს. მისი თამაში დღევანდელ ნბა-ს ძალიან მოუხდება“.