ჯერემიც ჩამოდის - ზამთრის თასზე კამერუნელი ვარსკვლავიც ითამაშებს
ჯერემიც ჩამოდის - ზამთრის თასზე კამერუნელი ვარსკვლავიც ითამაშებს

ცნობილი გახდა კიდევ ერთი ვარსკვლავის ვინაობა, რომელიც თბილისში „ზამთრის თასზე“ გვესტუმრება – ეს ჯერემი ნჯიტაპია.

ტრადიციად ქცეულ ტურნირს 11,12 და 13 იანვარს ზამთრის თასს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქ გვერდზე გულშემატკივართათვის ზამთრის თასი 2019-ის სპეციალური კონკურსი მიმდინარეობს. მოგების მთავარი პირობაა, მინიშნების შესაბამისად, პირველმა გამოიცნოთ იმ ვარსკვლავის ვინაობა, ვინც 2019 წლის ზამთრის თასში მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსში თამაშდება ეროვნული ნაკრების მაისურები, რომელსაც გამარჯვებულები მატჩის დღეს მიიღებენ და ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთები. ზამთრის თასის 2019 წლის გათამაშების მონაწილე გუნდების სრული შემადგენლობები მხოლოდ ამ კონკურსის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. მიზანი კი კარგად გათვლილი პიარია.

ჯერჯერობით, 2019 წლის ზამთრის თასის მხოლოდ სამი მონაწილეა ცნობილი – პორტუგალიელი ნუნუ გომეშისა და 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონის, იტალიელი მარკო მატერაცის შემდეგ გადაწყდა, რომ თბილისში კამერუნელი ჯერემი ნჯიტაპიც ჩამოვა.

კამერუნელი 1999-2003 წლებში მადრიდის „რეალის“ საკვანძო მოთამაშე იყო. 2003 წლის ივლისში, 6.9 მილიონ ფუნტად „ჩელსიმ“ შეიძინა, სადაც ოთხი სეზონი გაატარა. კლაუდიო რანიერის მწვრთნელობის პერიოდში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე და ერთი ხანობა, გუნდის კაპიტანიც იყო. ჟოზე მოურინიოს პერიოდში კი ადგილისთვის კონკურენცია პაულო ფერეირაასთან მოუხდა.

აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელი ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატებში ასპარეზობდა. კამერუნის ეროვნული ნაკრებში 1996 წლიდან 2010 წლამდე ითამაშა და არის 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. ქვეყნის ოლიმპიურ ნაკრებში მოიგო ოლიმპიური ოქრო (2000), მადრიდის „რეალში“ კი ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული (2000, 2002) გახდა, ასევე იყო ესპანეთის ჩემპიონი (2001) და პრემიერლიგის გარჯვებული (2005, 2006).