ჯერდან შაჩირი უახლოეს დღეებში „ლიონის“ ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT
ჯერდან შაჩირი უახლოეს დღეებში „ლიონის“ ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT

„ლივერპულის“ ფორვარდი ჯერდან შაჩირი უახლოეს ხანში კლუბს შეიცვლის და „ლიონში“ გადავა სათამაშოდ, – დაწერა საკუთარ „ტვიტერში“ ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ. მოგვიანებით, ფრანგულმა კლუბმა სოციალური ქსელების მეშვეობით დაადასტურა შვეიცარიელ ფეხბურთელთან პრინციპული შეთანხმების შესახებ.

შაჩირი უკვე საფრანგეთში იმყოფება და მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის „ლიონისთვის“. „ლივერპული“ ამ ტრანსფერის სანაცვლოდ 12 მილიონ ევროს მიიღებს. კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან სამი წლით გაფორმდება.

გასულ სეზონში შაჩირიმ ინგლისურ კლუბში 22 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.