ჯერარდი „რეინჯერსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ჯერარდი „რეინჯერსთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს

„რეინჯერსის“ მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ შოტლანდიურ კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.

„კლუბის ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და ჩვენ ახალ კონტრაქტზე შევთანხმდით. ეს საკმაოდ ადვილად მისაღები გადაწყვეტილება იყო. მე აქ ბედნიერი ვარ, ახალი გამარჯვებები მწყურია და მსურს, გუნდს ძველი დიდება დავუბრუნო“, – ციტირებს ჯერარდის სიტყვებს The Mirror.

„ლივერპულის“ ყოფილი კაპიტანი „რეინჯერსს“ სათავეში 2018 წლის 1 ივნისიდან უდგას. ამ პერიოდში კლუბმა 55 გამარჯვება იზეიმა, 13-ჯერ დამარცხდა და 25 მატჩი ფრედ დაასრულა.

„რეინჯერსი“ შოტლანდიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და „სელტიკს“ ჩამორჩება.