ჯერარდი „ლივერპულის“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს #1TVSPORT
ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი „ლივერპულის“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად გამოაცხადეს, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.
რეიტინგი შედგენილია „ლივერპულის“ 134-წლიანი ისტორიაში დაფიქსირებული სტატისტიკის ანალიზის მიხედვით; ასევე გულშემატკივრების ხმის მიცემით და „ლივერპულის“ ლეგენდების აზრის გათვალისწინებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1.35 მილიონმა ადამიანმა.
რეიტინგის ფორმირებისას გათვალისწინებული იყო ოსტატობა, თამაშზე გავლენა, მემკვიდრეობა და ფეხბურთელების წარმატება „ენფილდზე“.
ჯერარდი „ლივერპულში“ 1998-2015 წლებში თამაშობდა. კლუბის შემადგენლობაში 700-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 186 გოლი გაიტანა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს თასი, უეფა-ს სუპერთასი, ორჯერ ინგლისის თასი და სამჯერ ინგლისის ლიგის თასი.