ჯერარდი, ემერი და მარტინესი - „ნიუკასლის“ მწვრთნელობის ძირითადი კანდიდატები არიან #1TVSPORT
ჯერარდი, ემერი და მარტინესი - „ნიუკასლის“ მწვრთნელობის ძირითადი კანდიდატები არიან #1TVSPORT

„ნიუკასლ იუნაიტედის“ ახალი ხელმძღვანელობა აგრძელებს ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას.

როგორც გაზეთი The Times წერს, სტივ ბრიუსის ადგილზე სამი სპეციალისტი აცხადებს პრეტენზიას: „რეინჯერსის“ დამრიგებელი სტივენ ჯერარდი, ბელგიის ნაკრების მთავარი მწრთნელი რობერტო მარტინესი და უნაი ემერი, რომელიც „ვილიარეალს“ უდგას სათავეში.

როგორც ინგლისურ პრესაში ვარაუდობენ, „ნიუკასლი“ ამ კვირას გაუშვებს მთავარი მწვრთნელი პოსტიდან ბრიუსს, რომელმაც გასულ უქმეებზე მე-1000 მატჩი ჩაატარა თავის სამწვრთნელო კარიერაში.

ამ მომენტისთვის, „ნიუკასლი“ პრემიერლიგის ცხრილში სამი ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება.