ჯერალდ გრინმა შესაძლოა მთელი სეზონი გამოტოვოს (ვიდეო)
ჯერალდ გრინმა შესაძლოა მთელი სეზონი გამოტოვოს (ვიდეო)

„ჰიუსტონ როკეთსმა“ მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დროს გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.

ტეხასური გუნდის რიგები დატოვა კრის პოლმა. მის მაგივრად, „როკეთსში“ რასელ ვესტბრუკი ითამაშებს.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ჰიუსტონის“ გულშემატკივრებისთვის საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერალდ გრინმა ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო.

წყაროს ცნობით, ვეტერანს რეაბილიტაციისთვის საკმაოდ დიდი პერიოდი დასჭირდება. შესაძლოა მან მთელი სეზონიც კი გამოტოვოს.