ჯერ სუპერთასი, შემდეგ კონფერენს-ლიგა - ბათუმის „დინამომ“ ვარჯიში განაახლა #1TVSPORT
ჯერ სუპერთასი, შემდეგ კონფერენს-ლიგა - ბათუმის „დინამომ“ ვარჯიში განაახლა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ სეზონისთვის მზადება განაახლა. ეროვნული ლიგის მეორე წრის ბოლო შეხვედრა გუნდმა 5 ივნისს გამართა. ამის შემდეგ გია გეგუჩაძემ გუნდი მცირე ხნით დაასვენა და დღეს ანგისას ბაზაზე შეკრიბა.

ბათუმელები პირველ მატჩს სუპერთასზე 30 ივნისს გამართავენ – გია გეგუჩაძეს გაწვრთნილები სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში 30 ივნისს ქუთაისის „ტორპედოს“ სამტრედიაში ესტუმრებიან და მოგების შემთხვევაში მეორე ნახევარფინალში („დინამო თბილისი“ – გორის „დილა“) გამარჯვებულს 4 ივლისს დაუპირისპირდებიან.

ამჯერად, გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს ჯოვინო ფლამარიონი, რომელიც დუბაიში ისვენებს. ეროვნულ ნაკრებში ევრო 2024-ის მატჩებისთვის ემზადებიან სანდრო ალთუნაშვილი და ლადო მამუჩაშვილი. ბათუმელებთან ერთად ვარჯიშობს თავდამსხმელი გიორგი კვერნაძე, რომელიც ევრო 2023-ისთვის ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ სიაში იყო, მაგრამ საბოლოო განაცხადში არ მოხვდა.

ბათუმის „დინამო“ ივლისიდან კონფერენს-ლიგაზე ითამაშებს. გუნდი გათამაშებას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.