ჯერ მხოლოდ ფრეები - ტური 17 მარტს დასრულდება
ჯერ მხოლოდ ფრეები - ტური 17 მარტს დასრულდება

თელავის გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა თელავმა ცხინვალი მიიღო და მხოლოდ ქულა მოიპოვა. ამ მატჩით დაიწყო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტური.

მთავარი მოვლენები პირველ ტაიმში მოხდა: მე-10 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი ერისთავმა ანგარიში გახსნა: 21-ე წუთზე ცხინვალის შემტევმა ნახევარმცველმა ცოტნე სამუშიამ წონასწორობა აღადგინა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:1.

მუხიანის სპორტულ კომპლექსში გაგრამ ზუგდიდს უმასპინძლა. 61-ე წუთზე, მთავარმა არბიტრმა სტუმართა მცველ ოთარ ჯავაშვილს წითელი ბარათი აჩვენა და გაგრამ რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა და გამარჯვებული ვერც ამ შეხვედრამ გამოვლინდა – 0:0.

მე-3 ტურის დარჩენილი შეხვედრები 16-17 მარტს გაიმართება:

შაბათი, 16 მარტი,
სამტრედია – შევარდენი 1906
14:00. ეროსი მანჯგალაძე – სამტრედია

მერანი თბ – შუქურა
15:00. სპაერის სტადიონი – თბილისი

კვირა, 17 მარტი
კოლხეთი 1913 – გურია
15:00. პარკი არენა – ფოთი