ჯერ „დინამო თბილისი“ არ ადასტურებს - გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ შეისყიდა #1TVSPORT
ჯერ „დინამო თბილისი“ არ ადასტურებს - გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ შეისყიდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ პრეზიდენტმა და მეპატრონემ, რომან ფიფიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც მთავარი მესიჯია, რომ კლუბი საკუთარი აკადემიის აღზრდილებს დაეყრდნობა და, შესაძლოა, ლოკაცია შეიცვალოს. ფიფიამ განცხადებაში არ ისაუბრა გავრცელებულ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც, ყველაზე ტიტულოვანი ქართული კლუბი გაიყიდა.

ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობის შესაბამისად, კლუბი ხვიჩა მაქაცარიამ შეისყიდა, ოჩამჩირეში დაბადებულმა ბიზნესმენმა.

ამ მომენტისთვის ხვიჩა მაქაცარია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.