„ჯენოას“ ტიაგო მოტა უხელმძღვანელებს
„ჯენოას“ ტიაგო მოტა უხელმძღვანელებს

იტალიური „ჯენოას“ მთავარი მწვრთნელი ტიაგო მოტა გახდება, – იტყობინება Tuttomercatoweb. „ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა დღეს, 22 ოქტომბერს ოფიციალურად გამოცხადდება.

ეს იქნება ტიაგო მოტას პირველი სამსახური პროფესიულ კლუბში, მანამდე იგი „პარი სენ-ჟერმენის“ ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.

გენუელები რვა ტურის შემდეგ ხუთი ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან. კლუბის ამჟამინდელ დამრიგებელს, აურელიო ანდრეაცოლის კი უახლოეს დროში დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლებენ.