ჯენარო გატუზომ თავის ფეხბურთელებს ეკლესიაში წასვლა ურჩია
ჯენარო გატუზომ თავის ფეხბურთელებს ეკლესიაში წასვლა ურჩია

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს ჯენარო გატუზოს მიაჩნია, რომ მისმა ფეხბურთელებმა უნდა მოინახულონ წმინდა ადგილები, რათა თავიდან აიცილონ ბოლოდროინდელი წარუმატებლობები.

გატუზო ნეაპოლურ კლუბს 11 დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. ამ პერიოდიდან მოყოლებული, „ნაპოლიმ“ ოთხიდან სამი მატჩი წააგო – „პარმასთან“ (1:2), „ინტერთან“ (1:3) და „ლაციოსთან“ (0:1).

„ეს ჩემი ბრალია, მაგრამ დადგება უკეთესი დრო. უნდა მოვინდომოთ და გავაგრძელოთ მუშაობა. ვფიქრობ, წმინდა იანუარიუსი უნდა მოვინახულოთ, რადგან რამდენიმე აბსურდული გოლი გავუშვით“, – განაცხადა გატუზომ Striscia La Notizia-სთან ინტერვიუში.

წმინდა იანუარიუსი ნეაპოლის მფარველია და უდიდესი ავტორიტეტი აქვს ადგილობრივ მცხოვრებლებში. თავად გატუზო, რომელსაც სახელი წმინდანის პატივსაცემად ჰქვია, თავისი რელიგიურობით არის ცნობილი.

14 იანვარს, იტალიის თასის მერვედფინალში „ნაპოლი“ შინ მიიღებს „პერუჯას“. სერია A-ს ცხრილში გატუზოს გუნდი მე-11 ადგილზეა 24 ქულით.