ჯენარო გატუზომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი პლეიოფისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
HAMBURG, GERMANY - FEBRUARY 15: head coach Gennaro Gattuso of Olympique Marseille looks on prior to the UEFA Europa League 2023/24 Playoff first leg match between FC Shakhtar Donetsk and Olympique de Marseille at Volksparkstadion on February 15, 2024 in Hamburg, Germany. (Photo by Marco Steinbrenner/DeFodi Images via Getty Images)
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ დაასახელა შემადგენლობა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეიოფის მატჩებისთვის. იტალიელები 26 მარტს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ.
მეკარეები – ელია კაპრილე (კალიარი), მარკო კარნეზეკი (ატალანტა), ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ალექს მერეტი (ნაპოლი);
მცველები – ალესანდრო ბასტონი, ფედერიკო დიმარკო (ორივე – ინტერი), ალესანდრო ბუონჯორნო, ლეონარდო სპინაცოლა (ორივე – ნაპოლი), რიკარდო კალაფიორი (არსენალი, ინგლისი), ანდრეა კამბიაზო, ფედერიკო გატი (ორივე – იუვენტუსი), დიეგო კოპოლა (პარიზი, საფრანგეთი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), მარკო პალესტრა (კალიარი), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა);
ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა, დავიდე ფრატეზი (ორივე – ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ნიკოლო პისილი (რომა), სანდრო ტონალი (ნიუკასლი, ინგლისი);
ფორვარდები – ფედერიკო კიეზა (ლივერპული, ინგლისი), ფრანჩესკო ესპოზიტო (ინტერი), მოიზე კინი (ფიორენტინა), მატეო პოლიტანო (ნაპოლი),მატეო რეტეგი (ალ-კადისია, საუდის არაბეთი), ჯაკომო რასპადორი, ჯანლუკა სკამაკა (ორივე – ატალანტა).