ჯენარო გატუზო რომის „ლაციოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

20:05, 23.06.2026

მაურიციო სარის ნაცვლად, რომის „ლაციოს“ ჯენარო გატუზო გაწვრთნის, – ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა დაადასტურა.

გატუზომ დედაქალაქურ კლუბთან ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

48 წლის სპეციალისტი ბოლოს იტალიის ნაკრებში მუშაობდა, თუმცა მან გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა. მანამდე იგი სხვადასხვა კლუბს, მათ შორის: შვეიცარიულ „სიონს“, „პალერმოს“, ოფი-ს, „პიზას“, „მილანს“, „ნაპოლის“, „ფიორენტინას“, „ვალენსიასა“ და „მარსელს“ ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება „ლაციოს“, კლუბისთვის გასული სეზონი წარუმატებელი გამოდგა. რომაული გუნდი ევროტურნირებს მიღმა დარჩა, იტალიის თასის გადამწყვეტ მატჩში კი მილანის „ინტერთან“ დამარცხდა.

მსგავსი