ჯეკო „რომას“ ისტორიაში ხუთ საუკეთესო ბომბარდირს შორის მოხვდა
ჯეკო „რომას“ ისტორიაში ხუთ საუკეთესო ბომბარდირს შორის მოხვდა

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურში „რომამ“ „სამპდორიას“ უმასპინძლა და გამარჯვება იზეიმა (მატჩი ანგარიშით 2:1 დასრულდა)

რომაული კლუბის გამარჯვება ედინ ჯეკოს დამსახურება იყო, რადგან ორივე გოლი ამ უკანასკნელმა გაიტანა და დუბლი შეასრულა. ამგვარად, ჯეკოს „რომას“ რიგებში 104 გატანილი ბურთი დაუგროვდა.

„სამპდორიას“ წინააღმდეგ ჩატარებული მატჩისა და ორი გატანილი გოლის შემდეგ, ჯეკომ ადგილი „რომას“ ყველა დროის ხუთ საუკეთესო ბომბარდირს შორის დაიკავა.

დღეს, „რომას“ მთვარმა მწვრთნელმა, აულო ფონსეკამ განაცხადა, რომ ჯეკო საუკეთესო თავდამსხმელია, ვისთანაც უმუშავია