ჯეკ უილშირმა 30 წლის ასაკში კარიერა დაასრულა #1TVSPORT
ჯეკ უილშირმა 30 წლის ასაკში კარიერა დაასრულა #1TVSPORT

ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯეკ უილშირმა 30 წლის ასაკში პროფესიული კარიერა დაასრულა.

„არსენალისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

„მე ჩემი ოცნება ავისრულე. მადლობა ყველას.

დღეს მე გამოვაცხადე პროფესიული ფეხბურთიდან წასვლის შესახებ.

ეს იყო დაუჯერებელი მოგზაურობა, რომელიც ბევრ გასაოცარ მომენტს მოიცავდა და საკუთარ თავს პრივილეგირებულად მივიჩნევ, რადგან ეს ყველაფერი განვიცადე კარიერის განმავლობაში – ბაღში ფეხბურთის მოთამაშე პატარა ბიჭიდან დაწყებული და საყვარელი „არსენალის“ კაპიტნობითა და მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნისთვის თამაშით დამთავრებული. მე ოცნება ავისრულე.

სიმართლე ითქვას, რთულია იმ ფაქტის მიღება, რომ ბოლო დროს ჩემი კარიერა უკან წავიდა იმ მიზეზების გამო, რაც ჩემზე არ იყო დამოკიდებული, რადგან ვგრძნობდი, რომ ჯერ კიდევ შემეძლო რაღაცის ჩვენება. არ მეგონა, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი.

მაგრამ დიდი სიამაყით ვაფასებ ჩემს კარიერას იმით, რასაც მივაღწიე. ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი კარიერა მქონდა“, – დაწერა უილშირმა.

ყოფილი ნახევარმცველი ყველაზე მეტად ცნობილია „არსენალში“ თამაშით, რომლის რიგებშიც 2008 წელს 16 წლისას ჰქონდა დებიუტი. ასევე ის თამაშობდა „ბორნმუთში“, „ვესტ ჰემსა“ და „ბორნმუთში“. მისი ბოლო კლუბი იყო დანიური „ორჰუსი“.

უილშირს 34 მატჩი აქვს ჩატარებული ინგლისის ნაკრებში.