ჯეკ უილშირი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
ჯეკ უილშირი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს

„ვესტ ჰემის“ ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა ოპერაცია გადაიტანა საზარდულზე და ამ სეზონში ვეღარ შეძლებს თამაშს. ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა დაწერა თავის „ინსტაგრამში“.

„მე მხოლოდ ბუცების ჩაცმა და ფეხბურთის თამაში მინდა, მაგრამ ჩემი ორგნიზმი არ მაძლევს ამის საშუალებას. მტკივა, მაგრამ დავბრუნდები“, – დაწერა უილშირმა.

ამ სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში. მისი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.