ჯეისონ ტეიტუმი ოლიმპიადაზე ითამაშებს #1TVSPORT
ჯეისონ ტეიტუმი ოლიმპიადაზე ითამაშებს #1TVSPORT

„ბოსტონ სელტიქსის“ ვარსკვლავურმა ფორვარდმა ჯეისონ ტეიტუმმა განაცხადა, რომ მზად არის ტოკიოს ოლიმპიადაზე აშშ-ის ნაკრებში სათამაშოდ.

23 წლის კალათბურთელმა კარიერაში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა – საშუალოდ თამაშში 264 ქულას, 7.4 მოხსნასა და 4.3 შედეგიან გადაცემას ასრულებდა.

უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ოლიმპიადაზე თამაშს აპირებენ დემიან ლილარდი („პორტლენდი“) და დრეიმონდ გრინი („გოლდენ სტეიტი“).

ამერიკის შეერთებული შტატების საწვრთნელი ბანაკი 6 ივლისს ლას ვეგასში დაიწყება. გუნდის შემადგენლობა ივნისის ბოლოს უნდა გაირკვეს.