ჯეისონ კიდი შესაძლოა „ნიუ იორკ ნიკსის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს
ჯეისონ კიდი შესაძლოა „ნიუ იორკ ნიკსის“ მთავარი მწვრთნელი გახდეს

„ნიუ იორკ ნიკსი“ ერთერთია იმ რვა გუნდს შორის, რომელიც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) განახლებულ სეზონში მონაწილეობას არ მიიღებს. აქედან გამომდინარე, გუნდის ხელმძღვანელობამ ნაადრევად დაიწყო მომდევნო სეზონისთვის მზადება. უმთავრეს ამოცანად „ნიკსში“ ახლა ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევას თვლიან.

„ნიუ იორკ თაიმსის“ (New York Times) ჟურნალისტი მარკ შტეინი ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ნიუ იორკში“ აქტიურად მიდის კანდიდატებთან გასაუბრება. გაჟღერდა რამდენიმე სპეციალისტის სახელი. მათ შორის არიან „ვორიორზის“ ასისტენტი და „კლივლენდის“ ყოფილი თავკაცი მაიკ ბრაუნი, ასევე „სან ანტონიო სპურსის“ ასისტენტი ვილ ჰარდი, „ფილადელფიას“ ასისტენტი იმე უდოკუ და „ბრუკლინის“ ყოფილი ხელმძღვანელი კენი ატკინსონი.

ჟურნალისტ მარკ შტეინის ინფორმაციით ამ სიას „ლეიკერსის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ჯეისონ კიდიც დაემატა. წყარო იუწყება, რომ „ლეიკერსმა“ კიდს გასაუბრებაზე მისვლის უფლება მისცა.

დატოვე კომენტარი