ჯეიმს პალოტას „რომას“ შემცირებულ ფასად გაყიდვა არ სურს
ჯეიმს პალოტას „რომას“ შემცირებულ ფასად გაყიდვა არ სურს

„რომას“ მფლობელმა ჯეიმს პალოტამ უარი განაცხადა დენ ფრიდკინის წინადადებაზე და გუნდის  გასხვისებას არ აპირებს. ამ ინფორმაციას „სკაი სპორტს იტალია“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ პალოტა მზად იყო გუნდი 710 მილიონ ევროდ გაეყიდა, თუმცა მყიდველების აზრით, კორონავირუსის პანდემიის გამო ფასი 475 მილიონამდე შემცირდა, ამ ფასად კი პალოტას რომაული კლუბის გასხვისება არ სურს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თუ ფრიდკინმა „რომა“ შეიძინა, მას 270 მილიონი ევროს ოდენობის ვალების დაფარვა მოუწევს და, გარდა ამისა, 150  მილიონამდე ევრო კლუბის რეკაპიტალიზაციაში უნდა დაიხარჯოს. შეთანხმების შემთხვევაში პალოტას მოგება 100 მილიონ ევროს გადააჭარბებდა.