ჯეიმს პალოტა - „რომასთვის“ ახალი სტადიონი ძალიან მნიშვნელოვანია
ჯეიმს პალოტა - „რომასთვის“ ახალი სტადიონი ძალიან მნიშვნელოვანია

იტალიური „რომას“ პრეზიდენტმა ჯეიმს პალოტამ ყურადღება გაამახვილა კლუბისთვის ახალი სტადიონის მნიშვნელობაზე.

„რომის მერმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ბოლო დღეების განმავლობაში მონაწილეობა მიიღეს ახალი სტადიონის პროექტის განხილვაში. მათ განაცხადეს, რომ სურთ ყველაფერი წლის ბოლომდე დამთავრდეს. ახალი სტადიონის მშენებლობაზე საუბარი არ მიდის. განხილული იყო მშენებლობისთვის მიწის გამოყოფის საკითხი.

ჩვენ ამ პროცესში პოზიტიურ წინსვლებს ვხედავთ. ერთ-ერთი მთავარი კი ის გახლავთ, რომ ჩვენ სტადიონისთვის მიწის ნაკვეთი უნდა შევისყიდოთ. ამის შესახებ უკვე მიღწეულია შეთანხმება კომპანია Eurnova Trust-თან. ახალი სტადიონი ძალიან მნიშვნელოვანია „რომასთვის“, – ციტირებს პალოტას „სირიუსიქსემი“ (SiriusXM FC).