ჯეიმს მეტისი - ევროკავშირის დასაცავად ნატო მთავარი ძალაა
ჯეიმს მეტისი - ევროკავშირის დასაცავად ნატო მთავარი ძალაა

აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მეტისის თქმით, ევროკავშირის დასაცავად მთავარი ძალა  არის ნატო. პენტაგონის ხელმძღვანელის ამ სიტყვებს სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მეტისმა ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ევროპის არმიის შექმნის იდეას ეხებოდა.

„ჩვენ ნატო-ს ევროპის დაცვის ქვაკუთხედად განვიხილავთ. ასევე მხარს ვუჭერთ ქვეყნების ძალისხმევას, რომელიც ვალდებულების შესრულებისკენ არის მიმართული“, – განაცხადა მეტისმა.

შეგახსენებთ, მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპამ საკუთარი შეიარაღებული ძალები უნდა შექმნას. მისი თქმით, ევროკავშირმა თავი ჩინეთისგან, რუსეთისგან და აშშ-ისაგან უნდა დაიცვას. მაკრონის ეს განცხადება დონლად ტრამპმა გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ევროპელი მოკავშირეებისგან ნატო-ს ბიუჯეტში ფინანსური შენატანი გაზარდონ.