ჯეიმს ჰარდენმა სამარცხვინო ანტირეკორდი დაამყარა
ჯეიმს ჰარდენმა სამარცხვინო ანტირეკორდი დაამყარა

„ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „ბრუკლინის“ წინააღმდეგ 16-დან მხოლოდ ორი სამქულიანი ჩააგდო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჰარდენი ჩავარდა შორეული ტყორცნების შესრულებისას. ჰარდენი გახდა პირველი მოთამაშე ასოციაციის ისტორიაში, რომელმაც  სეზონის პირველ ხუთ მატჩში 50 სამქულიანზე მეტი გააფუჭა.

ორ კვირაზე ნაკლებ დროში ჰარდენმა 56 აცილებული სამქულიანი დააგროვა, რაც წინა ანტირეკორდზე ათით მეტია.

„ნეტსის“ წინააღმდეგ მატჩში ჰარდენმა 36 წუთში,  36 ქულა დააგროვა.