ჯეიმს ჰარდენმა NBA-ის ახალი რეკორდი დაამყარა
ჯეიმს ჰარდენმა NBA-ის ახალი რეკორდი დაამყარა

„ჰიუსტონის“ ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა, რეგულარული ჩემპიონატის მატჩში „კლივლენდის“ წინააღმდეგ 43 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა დააგროვა. ჰარდენმა ეს სამმაგი დუბლი 29 წუთსა და 34 წამში შეასრულა, რაც ​NBA-ის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. ადრე არც ერთ კალათბურთელს, 40-ქულიანი სამმაგი დუბლი, 30 წუთზე ნაკლებ დროში არ მოუპოვებია.

გარდა ამისა, ბოლო 15 მატჩში ჰარდენი საშუალოდ 40.5 ქულას აგროვებს. აქამდე ასეთი სტატისტიკა NBA-ში მხოლოდ კობი ბრაიანტს ჰქონდა.

ჰარდენმა 40-ქულიანი მე-12 სამმაგი დუბლი შეასრულა. ის ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე გადავიდა ისტორიაში – გაუსწრო რასელ უესტბრუკს. ჰარდენს მხოლოდ ოსკარ რობერტსონი უსწრებს (40-ქულიანი 22 სამმაგი დუბლი).