ჯეიმს ჰარდენმა ღამის კლუბში იჩხუბა
ჯეიმს ჰარდენმა ღამის კლუბში იჩხუბა

გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე, „ჰიუსტონ როკეტსის“ მცველი ჯეიმს ჰარდენი ფიგურირებს პოლიციის ოქმში, რომელიც ქალაქ სკოტსდეილის ღამის კლუბ Mint-ში მომხდარი ინციდენტის შემდეგაა შედგენილი.

როგორც TMZ წერს, კლუბში მოხდა ჩხუბი, რომელშიც კალათბურთელის მეგობარი მონაწილეობდა. უცნობმა ქალმა მომხდარის გადაღება დაიწყო, მაგრამ ჰარდენმა მას მაჯაში ჩაავლო ხელი, ტელეფონი გამოსტაცა და კლუბის სახურავზე ააგდო.
კლუბის დაცვამ ჩხუბი შეაჩერა. დაზარალებული ქალის ჩვენებით, თავდაპირველად, ჰარდენის ერთ-ერთმა მეგობარმა მისცა მას 200 დოლარი ტელეფონის სანაცვლოდ, შემდეგ კი თავად „როკეტსის“ ვარსკვლავმა დაუმატა 300 დოლარი. ქალმა ფული აიღო, შემდეგ კი სახურავიდან საკუთარი ტელეფონის ჩამოღებაც მოახერხა.

თუმცა, ინციდენტის შემდეგ, მან საავადმყოფოს მიაკითხა ხელის ტრავმის გამო, რომელიც იმ მომენტში მიიღო, როცა ჰარდენმა ტელეფონი გამოსტაცა.